მთავარი » 2015 » იანვარი » 26

„ვოცნებობ იმაზე, რომ არსებობდეს იმქვეყნიური ცხოვრება, სადაც ადრე თუ გვიან, უამრავ საყვარელ ადამიანს შევხვდები და მივესიყვარულები... ასეთ რამეზე ღირს ოცნება. სხვა ყველაფერი მიწიერ დონემდე დადის.“
 

Category: ნიკო გომელაური | Views: 505 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

შენი ჭირიმე, ხანჯალო, 
რკინაო ხვარასნისაო, 
შენ ერთად-ერთო იმედო 
მტრისაგან გამოხსნისაო!.. 
გლესავ და გლესავ, ხანჯალო, 
ამოგიფერავ გულსაო! 
შენ უნდა ეძმო და ეყმო 
უმართლოდ დაჩაგრულსაო! 
ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ, 
ორივე გვერდით მჭრელიო; 
გპატრონობს გული ფოლადი 
და გიპყრობს რკინის ხელიო. 
მისი გამჩენის ჭირიმე, 
ვინც რომ შენ გამოგჭედაო! 
ჭირიმე, შენი ჭირიმე, 
მტერს აუტირე დედაო! 
ბევრი ნაღველი შეასვეს 
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო, 
შენ მიმკურნალე, მახვილო, 
უმართლოდ დაჩაგრულსაო! 
მიმოციქულე მტრის გულთან, 
მიმიძღვენ ჩემი სალამი: 
ის ვითომ საწერელია, 
ჩაერჭვე, როგორც კალამი! 
მისი წითელი მელნითა 
შემაღებინე ჭაღარა, 
იმისი კვნესა იქნება 
ჩემთვის დაფი და ნაღარა! 
გლესავ და გლესავ, მახვილო, 
ფოლადო, ჩემო რკინაო! 
დროა, ამოდი ქარქაშით, 
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო. 

1882 წ. 

Category: აკაკი წერეთელი | Views: 549 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

 ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს


მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

ის ფაცხაა, მღვიმის პირად
მოწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟამის შესაფერად დ
ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.

როდესა მთა ბარს და ვაკეს
ემუქრება წარღვნა-ღელვას, -
ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,
ეკრძალება ჭექა-ელვას.

მაგრამ, როცა დაჰქათქათებს
თავზე იქვე მზე და მთვარე
და ვალის წინ ფიანდაზად
ეფინება არემარე,

მაშინ ფაცხა უბრალობით
მომზიბლავად ლამაზია
და იმასთან ყველა ტყუის,
რაც-კი ციხე-დარბაზია.

გზა მიუძღვის საცალფეხო,
მიხვეული, მოხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;

ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:
კლდიდან კლდეზე გადამფრენი,
უშიშარი და თან ფრთხილი.

ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?
და საამო კარ-მიდამოს
ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?

ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.

კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!...
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი, მისებრ დანაბადი?

მხოლოდ ერთს კი... და ის ერთიც
არის მარტო სიყვარული,
რითაც მხოლოდ ქვეყნიური
ნეტარება არის სრული.

ბედმა ესეც არ დააკლო,
განა ... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 575 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, გულშეუდრეკელი, ამაყი შვილი გავზარდეთ. 

- თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევრჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მის გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთო, - ერთმანერთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით, დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ აღარ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რაღად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ-კი, კაცნი, ამას “რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს &ldquo ... კითხვის გაგრძელება »

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 607 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

(სიმღერა)

სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წარვალთ, სხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მეორეები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაუჩენია
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძლური,
ვით ტანსაცმელი ძველია,
რომ უყვარს ნორჩი, ახალი, -
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებით, სიყვარულს
საკუთარს, ნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავს, როგორც ფარვანა,
საამო, კარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდი მრგველია,
იმისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულბული,
მისგანვე ხარობს ველია,
იმისგან ხარობს ბუნება -
უკანასკნელი მწერია...
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია!..

1895     

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 569 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრან ტყეს მოსული,
თალხკაბა, ენამტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _ 
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი, 
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _ 
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 594 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი 

აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; 

მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს, 

არ დაგვნათოის თავზედა, 

ჯერ თუ არ გაუღვიძნია, 

ისევ თუ სძინავს მკლავზედა! 

ჯერ გამარჯობა არ უთქვამს 

შემომჯდარს გორის ფხაზედა, 

სხივნი არ დაუგზავნია 

პირის საბანად წყალზედა. 

მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა, 

დადგომა სწორეს გზაზედა. 

მთებს ჩაუცვიათ შავები, 

ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა; 

ცივს ნიავს შესთავაზობენ 

უფსკრულს მოარულს დევებსა; 

ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს 

სიბნელეს დანატევებსა. 

გორით-გორს ბუვი გასძახის, 

თრთიან ყვავილნი მთებისა, 

ქოჩორს უვარცხნის ნიავი, 

დარაჯად დაადგებისა. 

მითამ იციან ღავღუვი, 

რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?! 

წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის, 

განა ერთი და ორია: 

აქაც, იქ, იმას იქითაც, 

საცა ფერცხალა გორია, 

ლამაზის მთების ასულთა 

ხმა ხმისთვის შაუწონია. 

მადლი შენ, ყველა ერთმანეთს, 

უფალო, დაუმონია; 

ამაზე ტურფა და კარგი 

მე სხვა აღარა მგონია!.. 

ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა, 

წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ, 

ყვავილნი - მიწას და მიწა - 

თავის აღზრდილთა მცინარეთ 

და მე ხომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 544 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 553 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

  1. გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა გაკოცო, მაკოცო, შენს სახეს ვხედავ მღიმარეს, მაგრამ ვერსაით გამოვედ ამ სატიალო მდინარეს. მეც უნავო ვარ, შენაცა, ცურვა არ ვიცით, ვტირითა; მეშველიც არვინ გვიჩნდება არც ციდან, აღარც ძირითა, შენ მე მიმელი, მე - შენა გაცინებული პირითა. ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ, მდინარე ბრაზობს, ღრიალებს, ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი, როგორ შავადა ტრიალებს!.. რა უნუგეშო ყოფნაა, წელთა სვლა მხოლოდ მზერაში; რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია, მაინც გარგივარ ვერრაში!.. არა, ის მინდა, გხედავდე, ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

  2.  
Category: ვაჟა ფშაველა | Views: 543 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

შენზე ფიქრებში ცხოვრება გავლიე, 
რამდენი ბოთლი უაზროდ დავლიე, 
უაზროდ დავთვერი გრძნობები ვამღერე, 
გულში რაც მქონდა ლექსად დავამღერე. 
ყელში მაქვს ცრემლი,თვალებში-სევდა 
თურმე ამ გრძნობას დარდი თან სდევდა 
და არ მეშვება იმ დროის ლანდი, 
შენ ხომ სიყვარულს საოცრად ჰგავდი?!. 
თვალებსი სითბო და სინაზე გეხატა, 
ასი დღე გხატავდი და ვერ დამეხატა, 
შენი თვალები,შენი ღიმილი, 
სიცოცხლის ფიქრებში რომ გადმეხატა. 
იმ დღეს,ქარიც კი საოცრად ჰქროდა, 
გისოსებს მიღმა ვარდები თრთოდა, 
თეთრად ნათდებოდა იმ ღამეს მთვარე... 
უშენოდ ვერ ვცოცხლოობ 
მომკალი ბარემ!..

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 553 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

Facebook-ვიდეო

ყინვა გამეფებულა 
სამყაროში მალულად, 
თბილისური თითები 
წერენ გულს დაფარულად. 

ძალა გადარჩენისთვის 
ერთი ნაპერწკალია, 
ერთი კოცნით მომხდარი 
თავგადასავალია. 

ზოგი მითი რეალურს 
როგორ დამსგავსებია, 
საცალფეხოდ ხიდი გვაქვს, 
ფართო მხოლოდ გზებია. 

ინტერესით მოვკვდები, 
იმის იქით რა ხდება, 
ნუთუ მართლა იწყება, 
ნუთუ მართლა მთავრდება. 

ჯოჯოხეთის ამალა 
ეშმაკი რომ თაოსნობს, 
ციდან საცდურს გვესვრიან, 
ყველა ჩვენზე ნაოსნობს. 

ანკესს ცოდვებს ამაბენ, 
ფოჩებიან კამფეტში, 
აი ასე ვცდუნდებით, 
უჩერებელ ამბებში. 

რაა ნეტავ ცხოვრება, 
ბატონი თუ მონაა? 
იცი?... ბედნიერება, 
არჩევანის ქონაა. 

მონდომებაც ბევრია, 
მელოდიურ გამებში 
ტიტანიუმს გაადნობს, 
აფეთქება წამებში. 

სილამაზის თვალები, 
იასამნის სურნელით, 
ვერა, ვერ გადავრჩები 
თუ ვარ ყოვლის მსურველი. 

მინდა... მინდა სიცოცხლე, 
აზრე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 640 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

             ***

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

         ***

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
... კითხვის გაგრძელება »

Category: ნიკო გომელაური | Views: 622 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
... კითხვის გაგრძელება »

Category: ნიკო გომელაური | Views: 584 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

Category: ნიკო გომელაური | Views: 505 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

Category: ნიკო გომელაური | Views: 544 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

Category: ნიკო გომელაური | Views: 586 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა

Category: ნიკო გომელაური | Views: 518 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

არაბეთში მეფობდა როსტევანი, სვებედნიერი და დიდებული ხელმწიფე, ბრძენი და ენამჭევრი, თავმდაბალი და გულმოწყალე, უხვი და სამართლიანი განმგებელი. უთვალავი ლაშქრის პატრონი იყო, თავად ხომ სწორუპოვარი მეომრის სახელი მოეხვეჭა.

ვაჟი არ ჰყავდა მეფეს, ერთადერთი ასული ესვა, უებრო თინათინი. რა გაიზარდა, გაივსო და გაიბადრა, მშვენებით თვით მზეც დაეჩაგრა, ქვეყნის მანათობელი გამხდარიყო, მისი ქება ისევ ბრძენს შეეძლო, ათასჯერ ათას ენას მოღლიდა.


“სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული,

მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული”


ერთხელ  როსტევანმა  თავისი ვეზირები  მოიხმო,  გვერდით მოისხა და წყნარი,ალერსიანი ბაასი გაუბა. თქვენი რჩევა მჭირდება, ერთად უნდა მოვისაუბროთო, ბრძანა. ვარდი რომ დაიყვავილებს და დაჭკნება, ტურფა ბაღნარში მაგიერი სხვა იფურჩქნება და ჰყვავისო:


„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“.


ჩემი დრო წავიდა, - შესჩივლა მათ როსტევანმა, სიბერემ დამრია ხელი, ყოველ ჭირხე უფრო ძნელმა სიბერემ, დღეს თუ ხვალ მოვკვდები. რა გაეწყობა, ასეთია წესი წუთისოფლისა. ჩაესვენა  ჩემი მზე  და ახლა უმთვარო ღამეს შევსცქერი. რაღა ფასი აქვს იმ ნათელს, ბნელი რომ მოსდევს?! რამე უნდა ვიღონოთ, მოდით, ჩემი მემკვიდრე დავსვათ ხელმწიფედ, ჩემი მზის უმჯობესი  ასული!

- მეფეო, რა სათქმე ... კითხვის გაგრძელება »

Category: შოთა რუსთაველი | Views: 695 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ნახევრად ღია კარებში იდგა იმპერატორი. მას სისხლივით წითელი პორფირი ეცვა. ხელში ვარდები, სისხლივით წითელი. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე, როგორც ჩემმა ათასმა საყვარელმა, რომელთაც არაოდეს უნახავართ. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე.
_ ვინ მოგცა სირ ეგ ვარდები? ვუთხარი ბონაპარტეს. ვინ მოგცა ამ შუა ზამთარში, ვარდები? როცა გარედ ყინავს და მონაზვნებივით შავი ყვავები დასტრიალებენ ქალაქს.
_ ეს ვარდები. ამბობდა იმპერატორი, ჩემმა საყვარლებმა მომიტანეს, სთქვა და კარი მთლად გააღო, ახლა მესმოდა თუ როგორ ხმაურობდენ მის პალატებში მისი ტიტველი საყვარლები.
_ ეს ერთი… მიმითითა მან ერთ ფერმკრთალ ვარდზე. ეს ყველაზე უკეთესი იყო, ხომ იცი რჩეულები ადრე კვდებიან. ეს ვარდიც მოკვდება მალე…
მე ბრაზით ავენთე, გამოვგლიჯე ხელიდან თაიგული იმპერატორს, გამოვიღე ის ვარდი და სახეში შემოვჰკარი.
_ გრცხვენოდეს სირ, გრცხვენოდეს, რომ რჩეულთა სიკვდილი შენც გჯერა.
_ ჯერ მე კაცი არ მინახავს, რომელსაც სიკვდილი არ სჯეოდეს. დიდება შენ რომელსაც სიკვდილი არ გჯერა. მან მოიხსნა პორფირი და გადამაცვა. მან მოიხსნა გვირგვინი და თავზე დამადგა. დიდება იმ კაცს, რომელსაც სიკვდილი არ სწამს.
მე კიდევ შემოვკარი ნაპოლონს მკვდარი ვარდი ცხვირ-პირში. გრცხვენოდეს, სირ, გრცხვენოდეს! ნაპოლეონი გაჩუმდა… თავი ძირს დაჰხარა.
_ აკი ამბობდი სირ: “ჯერ ტყვია არ ჩამოსხმულა რომელიც მომკლავსო”.
აკი ატყუებდი შენ ჯარს-კაცებს “მე სიკვდილის არ მეშინიაო”…
_ ჰო, მაგრამ… წაიბუტბუტა კორსიკელმა და სიტყვა გაუწყდა პირში.
_ ჰ ... კითხვის გაგრძელება »

Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 579 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

დიეს ირაე, დიეს ილლა
სოლვეტ საეცლუმ ინ ფავილლა.

მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ “ქვეყანა გამოიცვალა”, როცა დიდმარხვის ორშაბათს, წმ. ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი ვეღარ ნახა, ჯვარი აღარ იყო სამრეკოზედაც.
სოფელი ყოველ წელლს უპირობდა შეკეთებას სამრეკლოებს და საყდარს. ახლა ჯვარიც მოეხსნათ.
აწვიმდა სამრეკოლს. აწვიმდა საყდარს.
ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას.
ცვლილება რომ ერთბაშად შეგვენიშნა, ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა და არავის დასჭირდებოდა მეორე ჯოჯოხეთის გამოგონება.
მნათე ოქროპირს ყურადღებაც არ მიუქცევია, რომ სოფლის მოზარდები “არულის” ძახილი გამოუდგებოდნენ მოხუცებულ მღვდელს, არც ის გაჰკვირვებია, სოფელმა რომ უარი განაცხადა მღვდლისა და მანტის შენახვაზე.
მღვდელი გაიპარსა. თემშარაზე სამიკიტნო გახსნა.
ორშაბათ საღამოს ოქროპირიც ეწვია.
დალიეს.
ძველი დრო ტკბილად მოიგონეს.
მღვდელი ნანობდა: “ეს მომგონებოდა, ახლა ჩემიცოლ-შვილი ყელამდის დოვლათში იქნებოდა, ჰე, ჰე, ჰე.”
ცბიერად აპაჭუნებდა წვრილსა და წიტიან თვალებს.
ამ ჟამად სოფელში ყველა ნანობდა.
მნათე ოქროპირს არაფერი ჰქონდა დასანანი, არც დიდი სიხარული ჰქონია, არც თუ დიდი სულიერი ღელვა.
რა ვუყოთ, ოცდახუთი წელიწადი რეკავდა. რეკავდა ცისკარზე, რეკავდა მწუხრზე. სხვას აღვიძებდა, მისი ცხოვრება კი მოსაწყენი და კოშმარული სიზმარი იყო. სიზმარი, რომელიც გამოფხიზლებულს არც მოაგონდება: როგორ იყო? რატომ იყო?
ამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 613 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!..
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!..

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!..

წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია...
მშიერი - სისხლის მტერიმ
რომ გაძღება - მთვრალია!..

მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!..

მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!

მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!

მესამე ტანს გვიმოსავს
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!

მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?

ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.

მებრალები, კარგი ხარ!
და ვაი! სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ
მე კი დღეც არ მარგიხარ.

ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!

კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..

ჩემო ციცინა ... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 540 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

წარმოთქმული ვაჟა-ფშაველას საფლავთან მთაწმინდაზე,
დიდუბიდან ნეშთის გადმოტანისას 1934 წ. 18 ოქტომბერს

მთა იყავი, მთასთან მოხველ, 
შეგრჩენია მუხლში ღონე, 
თვალდათხრილო მეამბოხევ, 
ხუნდებით რომ შეგაღონეს... 

კვლავ შეჰხედე სამშობლოს ცას, 
მოუხადე კიდევ ქუდი; 
შენი კუბო რომ ავხადეთ, 
ამოვარდა არწივთ გუნდი! 

მოგელოდნენ მთის ლოდები 
ნაჟურებით დაჟანგული, 
ბალახებით, ხის ტოტებით 
გამთელდება ვაჟას გული 

გადაჰხედე, შენი მთები, 
თითქოს ვეფხვნი დაყრილანო, 
ნავარდს არტყავს ორბის ფრთებით 
შენი სიტყვა სამყვირალო. 

ზვავის ღვართქაფს დაუბერტყავს, 
ნაბუდია ჯიხვის რქაში, 
შენი სიტყვა, როგორც სეტყვა, 
დროშის ზარი, წყლის კაშკაში ― 

იგი გვზრდიდა, როგორც წვიმა, 
და მან მოგვცა მძვლიანობა, 
ხის ფოთლებში გაგვაწვინა, 
აკვნის თავზე გვიგალობა. 

ხმას სჭექავდი მოკივლებით, 
სამშობლო რომ გქონდა ციხედ.― 
შენ დაგმარხეს ბორკილებით, 
ჩვენ დროშებით ამოგიღეთ

Category: აკაკი წერეთელი | Views: 558 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ქარი გიმღერის ნანასა, 
ზღაპარს გიამბობს ჭადარი... 
ძეწნამ ალერსით ამავსო 
ეჭვებით ნაავადარი... 
საქართველოო ლამაზო, 
... კითხვის გაგრძელება »

Category: ანა კალანდაძე | Views: 609 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და, 
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, 
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა 
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ… 
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა 
... კითხვის გაგრძელება »

Category: ანა კალანდაძე | Views: 664 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ფეხი დამადგით, 
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, 
წყალობა ჰყავით… 
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან 
ვისურვე დავით… 
... კითხვის გაგრძელება »

Category: ანა კალანდაძე | Views: 539 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 679 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,

სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;

იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,

ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,

... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 670 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი. ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

Category: ანა კალანდაძე | Views: 625 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

§