მთავარი » შოთა რუსთაველი

დაჯდა და ანდერძსა წერდა თბილად, გულის შემძრავად:

- მეფეო, მის საპოვნელად მივიპარები ვინც ცეცხლი მომიდო და ვის უნახავადაც ვეღარგამიძლია. შემინდევ და ღვთიური მოწყალებით გზა დამილოცე. ვიცი, ამ ჩემსგანზრახვას ბოლოს არც შენ დამიგმობ: "კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესამოყვარულსა”

გავკადნიერდები და პლატონის შეგონებას შეგახსენებ: სიცრუე და ორპირობა ჯერ აქხორცს ავნებს, მერე კი იქ სულს აწამებსო.


"რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!

არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა!

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა."


ხომ წაგიკითხავს, თვით ღვთის მოციქულნი რას ამბობენ სიყვარულზე, როგორ აქებენ დაადიდებენ?! ეჟვანივით ამასა ჟღერენ, სიყვარული აღგვამაღლებსო. რად არ გინდაგულისყური მი ... კითხვის გაგრძელება »

Category: შოთა რუსთაველი | Views: 1506 | Added by: Mefe | Date: 2015-03-19 | Comments (0)
2015-03-19 120)?>...

არაბეთში მეფობდა როსტევანი, სვებედნიერი და დიდებული ხელმწიფე, ბრძენი და ენამჭევრი, თავმდაბალი და გულმოწყალე, უხვი და სამართლიანი განმგებელი. უთვალავი ლაშქრის პატრონი იყო, თავად ხომ სწორუპოვარი მეომრის სახელი მოეხვეჭა.

ვაჟი არ ჰყავდა მეფეს, ერთადერთი ასული ესვა, უებრო თინათინი. რა გაიზარდა, გაივსო და გაიბადრა, მშვენებით თვით მზეც დაეჩაგრა, ქვეყნის მანათობელი გამხდარიყო, მისი ქება ისევ ბრძენს შეეძლო, ათასჯერ ათას ენას მოღლიდა.


“სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული,

სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული,

მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული”


ერთხელ  როსტევანმა  თავისი ვეზირები  მოიხმო,  გვერდით მოისხა და წყნარი,ალერსიანი ბაასი გაუბა. თქვენი რჩევა მჭირდება, ერთად უნდა მოვისაუბროთო, ბრძანა. ვარდი რომ დაიყვავილებს და დაჭკნება, ტურფა ბაღნარში მაგიერი სხვა იფურჩქნება და ჰყვავისო:


„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“.


ჩემი დრო წავიდა, - შესჩივლა მათ როსტევანმა, სიბერემ დამრია ხელი, ყოველ ჭირხე უფრო ძნელმა სიბერემ, დღეს თუ ხვალ მოვკვდები. რა გაეწყობა, ასეთია წესი წუთისოფლისა. ჩაესვენა  ჩემი მზე  და ახლა უმთვარო ღამეს შევსცქერი. რაღა ფასი აქვს იმ ნათელს, ბნელი რომ მოსდევს?! რამე უნდა ვიღონოთ, მოდით, ჩემი მემკვიდრე დავსვათ ხელმწიფედ, ჩემი მზის უმჯობესი  ასული!

- მეფეო, რა სათქმე ... კითხვის გაგრძელება »

Category: შოთა რუსთაველი | Views: 693 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

§