მთავარი » ანა კალანდაძე

    * * *
დაღუპა რომი
ფუფუნებამ,
გაიხრწნა რომი,
დაემორჩილა
ბრძენთა ნებაც
მამონას სურვილს…
გაოცებული იუდეა
უმზერდა მახვილს,
რომელმაც ხორცზე
აღაზევა
მარადი სული!

1969

Category: ანა კალანდაძე | Views: 541 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერო ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო... 

Category: ანა კალანდაძე | Views: 708 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

რომ ავყოლოდი გულისთქმას 
ჭკუას არ დავიხმარებდი. 
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს 
შენს გულში გავიხარებდი... 
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი 
გზას წისქვილისკენ გავლევდი... 
პატარაც რამე გწყენოდა, 
სულს ხოხობივით დავლევდი...

Category: ანა კალანდაძე | Views: 589 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

ქარი გიმღერის ნანასა, 
ზღაპარს გიამბობს ჭადარი... 
ძეწნამ ალერსით ამავსო 
ეჭვებით ნაავადარი... 
საქართველოო ლამაზო, 
... კითხვის გაგრძელება »

Category: ანა კალანდაძე | Views: 607 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და, 
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, 
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა 
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ… 
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა 
... კითხვის გაგრძელება »

Category: ანა კალანდაძე | Views: 663 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ფეხი დამადგით, 
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, 
წყალობა ჰყავით… 
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან 
ვისურვე დავით… 
... კითხვის გაგრძელება »

Category: ანა კალანდაძე | Views: 538 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი. ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

 

Category: ანა კალანდაძე | Views: 623 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

§