მთავარი » ნიკო გომელაური

„ვოცნებობ იმაზე, რომ არსებობდეს იმქვეყნიური ცხოვრება, სადაც ადრე თუ გვიან, უამრავ საყვარელ ადამიანს შევხვდები და მივესიყვარულები... ასეთ რამეზე ღირს ოცნება. სხვა ყველაფერი მიწიერ დონემდე დადის.“
 

Category: ნიკო გომელაური | Views: 503 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

             ***

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

         ***

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
... კითხვის გაგრძელება »

Category: ნიკო გომელაური | Views: 620 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
... კითხვის გაგრძელება »

Category: ნიკო გომელაური | Views: 581 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

Category: ნიკო გომელაური | Views: 502 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

Category: ნიკო გომელაური | Views: 540 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

Category: ნიკო გომელაური | Views: 584 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა

Category: ნიკო გომელაური | Views: 515 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

    *იუდა*

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :


როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.


არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .


ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .

 


 

Category: ნიკო გომელაური | Views: 529 | Added by: princzuko001 | Date: 2015-01-22 | Comments (0)
2015-01-22 120)?>...

§