|
იშვიათია და ალბათ არც არსებობს ისეთი ფაქტი, რომ ინკვიზიციას კოცონზე დაეწვას ცხრამეტ წელს მიუღწეველი პიროვნება. ერთადერთი გამონაკლისი ჟანა დარკია (1412-1430), რომელიც, მოგვიანებით, ისტორიკოსებმა ორლეანელ ქალწულად მოიხსენიეს. 1920 წელს იგი კათოლიკურმა ეკლესიამ გმირად აღიარა და საეკლესიო კანონიზაციაში მიუჩინა ადგილი. მის ჯადოქრობასა და ერესში დადანაშაულების მიღმა, სინამდვილეში პატრიოტი გოგონას მიმართ ანგარიშსწორება იმალებოდა. ჟანას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ მისი მოწოდებით ფრანგი ხალხი აღდგა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომელთაც საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ეპყრათ. |
1. შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა. 2. ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ. 3. არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას. 4. არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს. 5. არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები. 6. არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო. 7. იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება. 8. მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა. 9. მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი. 10. სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს. 11. სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფსკრულში მისი გადაჩეხვა. 12. ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო. 13. მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს. 14. ძლიერს უფრო უჭირს ამქვეყნად. 15. არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი. ... კითხვის გაგრძელება » |
ბიორნე: სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის. Attachments: სურათი 1 2015-03-26 120)?>... |
მოკვდა, გამოესალმა ამ უპირო სოფელს ცხონებული ბაგრატ ზახარიჩი. ეჰ, მადლობა შენთვის, უფალო! გააჩენ, შე დალოცვილო, კაცსა, გააბედნიერებ და, ბოლოს, ისევ ამოაშხამებ. რას მოიფიქრებდა, ან კი სად ეცალა ეფიქრა საწყალს დამსახურებულს მოხელეს ბაგრატ ზახარიჩს, რომ, ერთხელაც იქნებოდა, უნდა მომკვდარიყო. ბაგრატ ზახარიჩი, მართალია, მკვდარია, მაგრამ იმის პირისახეს რიხი და ეშხი მაინც არ დაუკარგია. მისი დიდრონი, დაწითლებული თვალები საუკუნოდ დაიფარნენ დაჭმუჭნულ, სქელ ქუთუთოებით. დიდრონი, გაჭაღარავებული, სწორედ სტატსკი სოვეტნიკის შესაფერი ბაკენბარდები გულზედ აწყვია ორთითივით გადაჯვარედინებულის ხელებს ზევით. გაფარჩხულს, სქელს ულვაშებს დაუფარია სიამაყისა და სიდარბაისლის გამომხატველი ტუჩები. ბაგრატ ზახარიჩი კუბოთი შუა ზალაში ასვენია, თავით და ფეხთით სანთლები უნთია, სანთლები, რომელთაც არც გლოვა იციან და არც ტირილი. იმათი მადლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალს და მკვდარს ერთნაირად უნათებენ. ბაგრატ ზახარიჩს ხელებსა და ბაკენბარდებს შუა ორი ვარდი უწყვია. ეს ვარდები მამის მოწყალებას მოკლებულმა ქალიშვილმა ნატაშამ უძღვნა საუკუნოდ გამოსალმებულს მშობელს, შიშით და კრძალვით დააწყო. |
“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი” დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე მაგრამ “წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ” |
1)სანამ შურის საძიებლად წახვალ, ორი საფლავი გაითხარე.
2)ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ ყველა ვერ ხედავს მათ.
3)დაივიწყე შეურაცხყოფა, მაგრამ არასდროს დაივიწყო სიკეთე.
4)მე მესმის და ვივიწყებ.მე ვხედავ და ვიმახსოვრებ.მე ვაკეთებ და ვგებულობ.
5)უცოდინარობა იგივე ღამეა გონებისთვის.ღამე მთვარისა და ვასრკვლავების გარეშე.
6)პატივი ეცი შენს თავს და სხვები გცემენ პატივს შენ.
7)თუ გსურს მომავლის განსაზღვრა, თავდაპირველად შეისწავლე წარსული.
8)როცა ბრაზდები იფიქრე შედეგზე.
9)სადაც არ უნდა წახვიდე, წადი მთელი შენი გულით.
10)ბუნებით ადამიანები ერთმანეთს გვანან, მაგრამ ქმედებებით ძალიან განსხვავებულნი არიან. |
შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.
მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება.
ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.
როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება. |
დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.
ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.
ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.
სარდალს, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებსა და მაშველ ძალაზე ფიქრობს, უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.
ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ყავს.
იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება. საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.
გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება(ისტორიული სიტყვები, თქმული ვატერლოოს ბრძოლისას)
ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.
|
დაბერება უკეთესი ალტერნეტივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.
|