მთავარი » ილია ჭავჭავაძე

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია... მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები, მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები, არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები. მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა, მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა... ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა! მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია, ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

 

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 541 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” 

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 579 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 736 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.

პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 761 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

§