მთავარი » ოტია იოსელიანი

  

“ფიქრობ, რომ გარყვნილებას, გარყვნილებით დააოკებ, ბოროტებას ბოროტებით დათრგუნავ? ბოროტებას მუდამ სიკეთე უდგას დარაჯად და ქურს–პატიოსანი. მკვლელი რომ მოკლა, გგონია შენ მკვლელად არ იქცევი? შენ რომ გაგქურდეს, ადგე და შენ სხვა გაძარცვო, ან თუნდაც ის, ვინც გაგქურდა, გგონია მპარავი არ ხარ?არ წაგიკითხავს , “ყველაზე დიდი შურისძიება ისაა, არ ემგვანო მას, ვინც გაგამწარაო?” ღალატსა და ბიწიერებას რომ ღალატითა და გარყვნილებით ვუპასუხოთ, ერთგულებასა და პატიოსნებას რა პასუხი მივცეთ. ამნაირად, გგონია კაცობრიობა აქამდე მოაღწევდა?!”

Category: ოტია იოსელიანი | Views: 648 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

დაბადების თარიღი: 16 ივნისი, 1930
გარდაცვ. თარიღი: 14 ივლისი, 2011  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: საკუთარი სახლის ეზო, წყალტუბოს რაიონი სოფელი გვიშტიბი
კატეგორია: მწერალი

 

დაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი გვიშტიბი.

დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები 1961 წელს.

თხზულებებეს აქვეყნებდა 1954 წლიდან. მოთხრობების პირველი კრებული "კარის მეზობლები" გამოსცა 1957 წელს. ნაყოფიერად მუშაობდა როგორც ნოველისტიკაში, ისე რომანის ჟანრში, წერდა პიესებსა და კინოსცენარებს. იოსელიანისრომანებში მთავარია ომის თემა. ავტორი ყურადღებას ამახვილებდა ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზეც. იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში. ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე  დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

Category: ოტია იოსელიანი | Views: 804 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

გაბრიელ გარსია მარკესი - მე არ მწამს ღმერთის ,მაგრამ მეშინია მისი

ოტია იოსელიანი - “ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, რომ მას ვერავინ მოატყუებს და რომ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.” 

 

Category: ოტია იოსელიანი | Views: 634 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.“

„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი“

 

... კითხვის გაგრძელება »

Category: ოტია იოსელიანი | Views: 718 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

§