მთავარი » კონსტანტინე გამსახურდია

1.  შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა.

2. ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.

3. არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

4. არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს.

5. არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები.

6. არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.

7. იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.

8. მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.

9. მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

10. სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს.

11. სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფსკრულში მისი გადაჩეხვა.

12. ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.

13. მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს.

14. ძლიერს უფრო უჭირს ამქვეყნად.

15. არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

... კითხვის გაგრძელება »
Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 2006 | Added by: Mefe | Date: 2015-04-06 | Comments (0)
2015-04-06 120)?>...

 
 
ნახევრად ღია კარებში იდგა იმპერატორი. მას სისხლივით წითელი პორფირი ეცვა. ხელში ვარდები, სისხლივით წითელი. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე, როგორც ჩემმა ათასმა საყვარელმა, რომელთაც არაოდეს უნახავართ. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე.
_ ვინ მოგცა სირ ეგ ვარდები? ვუთხარი ბონაპარტეს. ვინ მოგცა ამ შუა ზამთარში, ვარდები? როცა გარედ ყინავს და მონაზვნებივით შავი ყვავები დასტრიალებენ ქალაქს.
_ ეს ვარდები. ამბობდა იმპერატორი, ჩემმა საყვარლებმა მომიტანეს, სთქვა და კარი მთლად გააღო, ახლა მესმოდა თუ როგორ ხმაურობდენ მის პალატებში მისი ტიტველი საყვარლები.
_ ეს ერთი… მიმითითა მან ერთ ფერმკრთალ ვარდზე. ეს ყველაზე უკეთესი იყო, ხომ იცი რჩეულები ადრე კვდებიან. ეს ვარდიც მოკვდება მალე…
მე ბრაზით ავენთე, გამოვგლიჯე ხელიდან თაიგული იმპერატორს, გამოვიღე ის ვარდი და სახეში შემოვჰკარი.
_ გრცხვენოდეს სირ, გრცხვენოდეს, რომ რჩეულთა სიკვდილი შენც გჯერა.
_ ჯერ მე კაცი არ მინახავს, რომელსაც სიკვდილი არ სჯეოდეს. დიდება შენ რომელსაც სიკვდილი არ გჯერა. მან მოიხსნა პორფირი და გადამაცვა. მან მოიხსნა გვირგვინი და თავზე ... კითხვის გაგრძელება »
Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 505 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

ჭოჭყი... ხავსი... ნარ-ეკალას
ტბის ნაპირი დაუფარავს.
შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას,
ობობის ქსელს როგორ ართავს!
 
ტლაპ!.. ხომ ხედავ წყლის სალტეებს,
ნაპირისკენ ვით გარბიან?!
ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს,
ვინ ატოკებს ასე გვიან?!!
 
რა ხანია ქვიშის თოკით
ბებლმა ქარი რაც ალაგმა,
რა ხანია ნელის ტოკვით
მზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა!
 
ტბა შეირხა... ტბა აქაფდა,
გველი წივის... ტბა კაშკაშებს,
შორს ვარსკვლავი აკიაფდა,
გველი ჯადოს ა ... კითხვის გაგრძელება »
Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 583 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

1) არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

 

2) ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.

 

3) როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.

 

4) საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.

 

5) მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.

 

6) ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.

Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 639 | Added by: Mefe | Date: 2015-03-17 | Comments (0)
2015-03-17 120)?>...

ნახევრად ღია კარებში იდგა იმპერატორი. მას სისხლივით წითელი პორფირი ეცვა. ხელში ვარდები, სისხლივით წითელი. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე, როგორც ჩემმა ათასმა საყვარელმა, რომელთაც არაოდეს უნახავართ. იკივლეს ვარდებმა ჩემს დანახვაზე.
_ ვინ მოგცა სირ ეგ ვარდები? ვუთხარი ბონაპარტეს. ვინ მოგცა ამ შუა ზამთარში, ვარდები? როცა გარედ ყინავს და მონაზვნებივით შავი ყვავები დასტრიალებენ ქალაქს.
_ ეს ვარდები. ამბობდა იმპერატორი, ჩემმა საყვარლებმა მომიტანეს, სთქვა და კარი მთლად გააღო, ახლა მესმოდა თუ როგორ ხმაურობდენ მის პალატებში მისი ტიტველი საყვარლები.
_ ეს ერთი… მიმითითა მან ერთ ფერმკრთალ ვარდზე. ეს ყველაზე უკეთესი იყო, ხომ იცი რჩეულები ადრე კვდებიან. ეს ვარდიც მოკვდება მალე…
მე ბრაზით ავენთე, გამოვგლიჯე ხელიდან თაიგული იმპერატორს, გამოვიღე ის ვარდი და სახეში შემოვჰკარი.
_ გრცხვენოდეს სირ, გრცხვენოდეს, რომ რჩეულთა სიკვდილი შენც გჯერა.
_ ჯერ მე კაცი არ მინახავს, რომელსაც სიკვდილი არ სჯეოდეს. დიდება შენ რომელსაც სიკვდილი არ გჯერა. მან მოიხსნა პორფირი და გადამაცვა. მან მოიხსნა გვირგვინი და თავზე დამადგა. დიდება იმ კაცს, რომელსაც სიკვდილი არ სწამს.
მე კიდევ შემოვკარი ნაპოლონს მკვდარი ვარდი ცხვირ-პირში. გრცხვენოდეს, სირ, გრცხვენოდეს! ნაპოლეონი გაჩუმდა… თავი ძირს დაჰხარა.
_ აკი ამბობდი სირ: “ჯერ ტყვია არ ჩამოსხმულა რომელიც მომკლავსო”.
აკი ატყუებდი შენ ჯარს-კაცებს “მე სიკვდილის არ მეშინიაო”…
_ ჰო, მაგრამ… წაიბუტბუტა კორსიკელმა და სიტყვა გაუწყდა პირში.
_ ჰ ... კითხვის გაგრძელება »

Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 577 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

დიეს ირაე, დიეს ილლა
სოლვეტ საეცლუმ ინ ფავილლა.

მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ “ქვეყანა გამოიცვალა”, როცა დიდმარხვის ორშაბათს, წმ. ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი ვეღარ ნახა, ჯვარი აღარ იყო სამრეკოზედაც.
სოფელი ყოველ წელლს უპირობდა შეკეთებას სამრეკლოებს და საყდარს. ახლა ჯვარიც მოეხსნათ.
აწვიმდა სამრეკოლს. აწვიმდა საყდარს.
ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას.
ცვლილება რომ ერთბაშად შეგვენიშნა, ქვეყანა ჯოჯოხეთად იქცეოდა და არავის დასჭირდებოდა მეორე ჯოჯოხეთის გამოგონება.
მნათე ოქროპირს ყურადღებაც არ მიუქცევია, რომ სოფლის მოზარდები “არულის” ძახილი გამოუდგებოდნენ მოხუცებულ მღვდელს, არც ის გაჰკვირვებია, სოფელმა რომ უარი განაცხადა მღვდლისა და მანტის შენახვაზე.
მღვდელი გაიპარსა. თემშარაზე სამიკიტნო გახსნა.
ორშაბათ საღამოს ოქროპირიც ეწვია.
დალიეს.
ძველი დრო ტკბილად მოიგონეს.
მღვდელი ნანობდა: “ეს მომგონებოდა, ახლა ჩემიცოლ-შვილი ყელამდის დოვლათში იქნებოდა, ჰე, ჰე, ჰე.”
ცბიერად აპაჭუნებდა წვრილსა და წიტიან თვალებს.
ამ ჟამად სოფელში ყველა ნანობდა.
მნათე ოქროპირს არაფერი ჰქონდა დასანანი, არც დიდი სიხარული ჰქონია, არც თუ დიდი სულიერი ღელვა.
რა ვუყოთ, ოცდახუთი წელიწადი რეკავდა. რეკავდა ცისკარზე, რეკავდა მწუხრზე. სხვას აღვიძებდა, მისი ცხოვრება კი მოსაწყენი და კოშმარული სიზმარი იყო. სიზმარი, რომელიც გამოფხიზლებულს არც მოაგონდება: როგორ იყო? რატომ იყო?
ამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 608 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

§