მთავარი » 2015 » აპრილი » 6 » კონსტანტინე გამსახურდიას გამონათქვამები
1:08 AM
კონსტანტინე გამსახურდიას გამონათქვამები

1.  შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა.

2. ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.

3. არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

4. არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს.

5. არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები.

6. არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.

7. იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.

8. მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.

9. მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

10. სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს.

11. სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფსკრულში მისი გადაჩეხვა.

12. ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.

13. მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს.

14. ძლიერს უფრო უჭირს ამქვეყნად.

15. არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

16. გადადებული ომი სჯობია მოუფიქრებლად წამოწყებულ კინკლაობას.

17. გონიერი მეფე უნდა ეცადოს, რამდენსამე მტერს არ შეებრძოლოს ერთად.

18. დიაცი არასოდეს არჩიო ომს, რადგან დიაცი მხოლოდ მაშინაა ტკბილი, როცა ომის ნალაფარში მოჰყვება იგი.

19. ვაჟკაცი იგი როდია ვინც პირველ ომს მოიგებს, არამედ თავის სიცოცხლეში უკანასკნელსაც.

20. ვინც ციხეს ერთბაშად მოუნდომებს აღებას, მას აღებულიც დაეკარგება.

21. ომი ცხოვრების აჩქარებული მაჯისცემის გამომჟღავნებაა. 

 

მიმაგრება: სურათი 1 · სურათი 2
კატეგორია: კონსტანტინე გამსახურდია | ნანახია: 2006 | დაამატა: Mefe | ტეგები: კონსტანტინე გამსახურდიას ბრძნული გა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz