მთავარი » 2015 » აპრილი » 06

 

იშვიათია და ალბათ არც არსებობს ისეთი ფაქტი, რომ ინკვიზიციას კოცონზე დაეწვას ცხრამეტ წელს მიუღწეველი პიროვნება. ერთადერთი გამონაკლისი ჟანა დარკია (1412-1430), რომელიც, მოგვიანებით, ისტორიკოსებმა ორლეანელ ქალწულად მოიხსენიეს. 1920 წელს იგი კათოლიკურმა ეკლესიამ გმირად აღიარა და საეკლესიო კანონიზაციაში მიუჩინა ადგილი. მის ჯადოქრობასა და ერესში დადანაშაულების მიღმა, სინამდვილეში პატრიოტი გოგონას მიმართ ანგარიშსწორება იმალებოდა. ჟანას ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ მისი მოწოდებით ფრანგი ხალხი აღდგა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, რომელთაც საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ეპყრათ.
ჟანა დარკი დაიბადა 1412 წელს გლეხის ოჯახში ლოთარინგიაში (აღმოსავლეთ საფრანგეთი), სოფელ დომრემიში. ამ პერიოდში ინგლისელები საფრანგეთის 2/3-ზე მეტს ფლობდნენ, მათ მხარს უჭერდნენ ბურგუნდები და მაღალი სასულიერო იერარქია. პანიკამოცულ საფრანგეთის არმიაში გამოჩნდა კაფანდარა მომხიბლავი გოგონა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით იყო ანთებული და არწმუნებდა ხალხს, რომ მას ზეციური ხმები ბრძოლისკენ მოუწოდებდა. მეფე კარლოსს და მის ამალას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა ერთისა, სუსტი და ნაზი ხელებისათვის მიენდოთ საფრანგეთის ბედი. ორლეანელი ქალწული სათავეში ჩაუდგა 10 ათასიან საფრანგეთის არმიას, რომელმაც ინგლისელებს ორლეანთან მწარე მარცხი აგემა და იძულებული გახადა, უკან დაეხია. მისი სახელი ტრიუმფალურობით იყო მოცული. ჟანას სახით ფრანგები გამათავისუფლებელს ხედავდენ. მით უფრო, რომ 7 თვის მანძილზე ინგლისელებისგან ალყაში მოქცეული ქალაქი ოთხ დღეში გაათავისუფლა. 90 წლიანი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ინგლ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სხვა | Views: 1045 | Added by: Mefe | Date: 2015-04-06 | Comments (0)
2015-04-06 120)?>...

1.  შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა.

2. ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.

3. არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

4. არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს.

5. არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები.

6. არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.

7. იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.

8. მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.

9. მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

10. სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს.

11. სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფსკრულში მისი გადაჩეხვა.

12. ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.

13. მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს.

14. ძლიერს უფრო უჭირს ამქვეყნად.

15. არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

... კითხვის გაგრძელება »
Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 2015 | Added by: Mefe | Date: 2015-04-06 | Comments (0)
2015-04-06 120)?>...

§