მთავარი » აკაკი წერეთელი

ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,

სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.


არ მშორდება მწუხარება და ჭირი,

მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.


რას მიქვიან პირადი მწუხარება?

- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!


ვიღას ახსოვს თავისი ს ... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 622 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

შენი ჭირიმე, ხანჯალო, 
რკინაო ხვარასნისაო, 
შენ ერთად-ერთო იმედო 
მტრისაგან გამოხსნისაო!.. 
გლესავ და გლესავ, ხანჯალო, 
ამოგიფერავ გულსაო! 
შენ უნდა ეძმო და ეყმო 
უმართლოდ დაჩაგრულსაო! 
ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ, 
ორივე გვერდით მჭრელიო; 
გპატრონობს გული ფოლადი 
და გიპყრობს რკინის ხელიო. 
მისი გამჩენის ჭირიმე, 
ვინც რომ შენ გამოგჭედაო! 
ჭირიმე, შენი ჭირიმე, 
მტერს აუტირე დედაო! 
ბევრი ნაღველი შეასვეს 
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო, 
შენ მიმკურნალე, მახვილო, 
უმართლოდ დაჩაგრულსაო! 
მიმოციქულე მტრის გულთან, 
მიმიძღვენ ჩემი სალამი: 
ის ვითომ საწერელია, 
ჩაერჭვე, როგორც კალამი! 
მისი წითელი მელნითა 
შემაღებინე ჭაღარა, 
იმისი კვნესა იქნება 
ჩემთვის დაფი და ნაღარა! 
გლესავ და გლესავ, მახვილო, 
ფოლადო, ჩემო რკინაო! 
დროა, ამოდი ქარქაშით, 
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო. 

1882 წ. 

Category: აკაკი წერეთელი | Views: 547 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

 ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს


მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

ის ფაცხაა, მღვიმის პირად
მოწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟამის შესაფერად დ
ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.

როდესა მთა ბარს და ვაკეს
ემუქრება წარღვნა-ღელვას, -
ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,
ეკრძალება ჭექა-ელვას.

მაგრამ, როცა დაჰქათქათებს
თავზე იქვე მზე და მთვარე
და ვალის წინ ფიანდაზად
ეფინება არემარე,

მაშინ ფაცხა უბრალობით
მომზიბლავად ლამაზია
და იმასთან ყველა ტყუის,
რაც-კი ციხე-დარბაზია.

გზა მიუძღვის საცალფეხო,
მიხვეული, მოხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;

ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:
კლდიდან კლდეზე გადამფრენი,
უშიშარი და თან ფრთხილი.

ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?
და საამო კარ-მიდამოს
ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?

ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.

კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!...
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი, მისებრ დანაბადი?

მხოლოდ ერთს კი... და ის ერთიც
არის მარტო სიყვარული,
რითაც მხოლოდ ქვეყნიური
ნეტარება არის სრული.

ბედმა ესეც არ დააკლო,
განა ... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 573 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელა?
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!..
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!..

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!..

წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია...
მშიერი - სისხლის მტერიმ
რომ გაძღება - მთვრალია!..

მაშ რად მინდა წურბელა?
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!..

მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!

მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!

მესამე ტანს გვიმოსავს
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!

მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?

ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელა?
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.

მებრალები, კარგი ხარ!
და ვაი! სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ
მე კი დღეც არ მარგიხარ.

ნეტავ რისა გაქვს რიდი?
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!

კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..

ჩემო ციცინა ... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 538 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

წარმოთქმული ვაჟა-ფშაველას საფლავთან მთაწმინდაზე,
დიდუბიდან ნეშთის გადმოტანისას 1934 წ. 18 ოქტომბერს

მთა იყავი, მთასთან მოხველ, 
შეგრჩენია მუხლში ღონე, 
თვალდათხრილო მეამბოხევ, 
ხუნდებით რომ შეგაღონეს... 

კვლავ შეჰხედე სამშობლოს ცას, 
მოუხადე კიდევ ქუდი; 
შენი კუბო რომ ავხადეთ, 
ამოვარდა არწივთ გუნდი! 

მოგელოდნენ მთის ლოდები 
ნაჟურებით დაჟანგული, 
ბალახებით, ხის ტოტებით 
გამთელდება ვაჟას გული 

გადაჰხედე, შენი მთები, 
თითქოს ვეფხვნი დაყრილანო, 
ნავარდს არტყავს ორბის ფრთებით 
შენი სიტყვა სამყვირალო. 

ზვავის ღვართქაფს დაუბერტყავს, 
ნაბუდია ჯიხვის რქაში, 
შენი სიტყვა, როგორც სეტყვა, 
დროშის ზარი, წყლის კაშკაში ― 

იგი გვზრდიდა, როგორც წვიმა, 
და მან მოგვცა მძვლიანობა, 
ხის ფოთლებში გაგვაწვინა, 
აკვნის თავზე გვიგალობა. 

ხმას სჭექავდი მოკივლებით, 
სამშობლო რომ გქონდა ციხედ.― 
შენ დაგმარხეს ბორკილებით, 
ჩვენ დროშებით ამოგიღეთ

Category: აკაკი წერეთელი | Views: 553 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 676 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,

სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,

სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;

იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,

ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,

... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 666 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...



აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

ბიოგრაფია
სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური ... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 495 | Added by: Unnamed | Date: 2015-01-24 | Comments (0)
2015-01-24 120)?>...

§