მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » განთიადი
2:20 PM
განთიადი

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
ბარებს ქვეყნის მოყვარეს…

მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნელი დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…


ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.

წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.

გულში იფეთქა სიმემ,
სევდები უკუვყარეო, -
ა და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!…

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…

 

კატეგორია: აკაკი წერეთელი | ნანახია: 678 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz