მთავარი » ზურა სალუქვაძე

Facebook -Video

წარმოიდგინეთ წვიმის წვეთები,

ნაზად რომ წინწკლავს და არ ჩერდება,

წარმოიდგინეთ დილის ფერები,

და ის მომენტი როგორ თენდება,

 

წარმოიდგინეთ დილა, ნამი და

როგორ იღვიძებს ბალახი ასე,

წარმოიდგინეთ ესე სამყარო

თუ როგორ გულით ზრუნავს ის ხალხზე….

 

წარმოიდგინეთ ყველა თვისება

რაც კი ბუნებას აქვს და არის და

სიკეთის არსი გადაფარული

როგორც ბიბინი ხორბლის ყანისა

 

წარმოიდგინეთ ვულკანი ასე

ამ ყველაფერს გრძობ, თითქოს იქა ხარ,

წარმოიდგინეთ ამ ენერგიით

ამოხეთქილი…. მე შენ მიყვარხარ

 

წარმოიდგინეთ აზრი ყველაფრის

უჩერებელი სიცოცხლის ფეთქვა,

წარმოიდგინეთ ლექსი რომელიც

აუცილებლად რომ უნდა ეთქვათ…

 

წარმოიდგინეთ ეს დედამიწა

შეშინებული თოვლის საბნებით ... კითხვის გაგრძელება »

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 725 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

Facebook

გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა! 
მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება, 
ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე... 
მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე. 
გამიშვით... ცხოვრება უნდა წავშალო, 
რათა თავიდან დავიწყო ყოველი, 
ყოველი დილის მზის ნათებასთან კი, 
კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი. 
მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება, 
იმ თვალთ უწვდენელ ჰორიზონტამდე, 
გამიშვით... სადმე უკაცრიელში, 
გამიშვით... სადმე ცხოვრების ბოლომდე, 
ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად, 
რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები, 
თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ, 
რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები. 
გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ, 
და არ მჭირდება თეთრი ალამი, 
მე იარაღის მაგივრად ხელში 
მიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი. 
გამიშვით... სიტყვა ენაზე მომადგა, 
დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო, 
დიხ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტი 
და მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო... 
ის რომ... მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები, 
ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს, 
მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება... 
ბავშვურად უნდა გავაფერადო!

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 586 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

შენზე ფიქრებში ცხოვრება გავლიე, 
რამდენი ბოთლი უაზროდ დავლიე, 
უაზროდ დავთვერი გრძნობები ვამღერე, 
გულში რაც მქონდა ლექსად დავამღერე. 
ყელში მაქვს ცრემლი,თვალებში-სევდა 
თურმე ამ გრძნობას დარდი თან სდევდა 
და არ მეშვება იმ დროის ლანდი, 
შენ ხომ სიყვარულს საოცრად ჰგავდი?!. 
თვალებსი სითბო და სინაზე გეხატა, 
ასი დღე გხატავდი და ვერ დამეხატა, 
შენი თვალები,შენი ღიმილი, 
სიცოცხლის ფიქრებში რომ გადმეხატა. 
იმ დღეს,ქარიც კი საოცრად ჰქროდა, 
გისოსებს მიღმა ვარდები თრთოდა, 
თეთრად ნათდებოდა იმ ღამეს მთვარე... 
უშენოდ ვერ ვცოცხლოობ 
მომკალი ბარემ!..

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 552 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

Facebook-ვიდეო

ყინვა გამეფებულა 
სამყაროში მალულად, 
თბილისური თითები 
წერენ გულს დაფარულად. 

ძალა გადარჩენისთვის 
ერთი ნაპერწკალია, 
ერთი კოცნით მომხდარი 
თავგადასავალია. 

ზოგი მითი რეალურს 
როგორ დამსგავსებია, 
საცალფეხოდ ხიდი გვაქვს, 
ფართო მხოლოდ გზებია. 

ინტერესით მოვკვდები, 
იმის იქით რა ხდება, 
ნუთუ მართლა იწყება, 
ნუთუ მართლა მთავრდება. 

ჯოჯოხეთის ამალა 
ეშმაკი რომ თაოსნობს, 
ციდან საცდურს გვესვრიან, 
ყველა ჩვენზე ნაოსნობს. 

ანკესს ცოდვებს ამაბენ, 
ფოჩებიან კამფეტში, 
აი ასე ვცდუნდებით, 
უჩერებელ ამბებში. 

რაა ნეტავ ცხოვრება, 
ბატონი თუ მონაა? 
იცი?... ბედნიერება, 
არჩევანის ქონაა. 

მონდომებაც ბევრია, 
მელოდიურ გამებში 
ტიტანიუმს გაადნობს, 
აფეთქება წამებში. 

სილამაზის თვალები, 
იასამნის სურნელით, 
ვერა, ვერ გადავრჩები 
თუ ვარ ყოვლის მსურველი. 

მინდა... მინდა სიცოცხლე, 
აზრე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 638 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

§