მთავარი » 2015 » იანვარი » 26 » უშენოდ
3:40 PM
უშენოდ

შენზე ფიქრებში ცხოვრება გავლიე, 
რამდენი ბოთლი უაზროდ დავლიე, 
უაზროდ დავთვერი გრძნობები ვამღერე, 
გულში რაც მქონდა ლექსად დავამღერე. 
ყელში მაქვს ცრემლი,თვალებში-სევდა 
თურმე ამ გრძნობას დარდი თან სდევდა 
და არ მეშვება იმ დროის ლანდი, 
შენ ხომ სიყვარულს საოცრად ჰგავდი?!. 
თვალებსი სითბო და სინაზე გეხატა, 
ასი დღე გხატავდი და ვერ დამეხატა, 
შენი თვალები,შენი ღიმილი, 
სიცოცხლის ფიქრებში რომ გადმეხატა. 
იმ დღეს,ქარიც კი საოცრად ჰქროდა, 
გისოსებს მიღმა ვარდები თრთოდა, 
თეთრად ნათდებოდა იმ ღამეს მთვარე... 
უშენოდ ვერ ვცოცხლოობ 
მომკალი ბარემ!..

კატეგორია: ზურა სალუქვაძე | ნანახია: 553 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz