მთავარი » 2015 » იანვარი » 22 » ნიკო გომელაური
11:11 PM
ნიკო გომელაური

    *იუდა*

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :


როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.


არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .


ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .

 


 

კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 531 | დაამატა: princzuko001 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz