მთავარი » 2015 » იანვარი » 27 » შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო
2:05 PM
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერო ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო... 

კატეგორია: ანა კალანდაძე | ნანახია: 710 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz