მთავარი » მასალის არქივი

შენი ჭირიმე, ხანჯალო, 
რკინაო ხვარასნისაო, 
შენ ერთად-ერთო იმედო 
მტრისაგან გამოხსნისაო!.. 
გლესავ და გლესავ, ხანჯალო, 
ამოგიფერავ გულსაო! 
შენ უნდა ეძმო და ეყმო 
უმართლოდ დაჩაგრულსაო! 
ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ, 
ორივე გვერდით მჭრელიო; 
გპატრონობს გული ფოლადი 
და გიპყრობს რკინის ხელიო. 
მისი გამჩენის ჭირიმე, 
ვინც რომ შენ გამოგჭედაო! 
ჭირიმე, შენი ჭირიმე, 
მტერს აუტირე დედაო! 
ბევრი ნაღველი შეასვეს 
მტრებმა ამ ჩემსა გულსაო, 
შენ მიმკურნალე, მახვილო, 
უმართლოდ დაჩაგრულსაო! 
მიმოციქულე მტრის გულთან, 
მიმიძღვენ ჩემი სალამი: 
ის ვითომ საწერელია, 
ჩაერჭვე, როგორც კალამი! 
მისი წითელი მელნითა 
შემაღებინე ჭაღარა, 
იმისი კვნესა იქნება 
ჩემთვის დაფი და ნაღარა! 
გლესავ და გლესავ, მახვილო, 
ფოლადო, ჩემო რკინაო! 
დროა, ამოდი ქარქაშით, 
აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო. 

1882 წ. 

Category: აკაკი წერეთელი | Views: 549 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

 ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს


მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

ის ფაცხაა, მღვიმის პირად
მოწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟამის შესაფერად დ
ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.

როდესა მთა ბარს და ვაკეს
ემუქრება წარღვნა-ღელვას, -
ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,
ეკრძალება ჭექა-ელვას.

მაგრამ, როცა დაჰქათქათებს
თავზე იქვე მზე და მთვარე
და ვალის წინ ფიანდაზად
ეფინება არემარე,

მაშინ ფაცხა უბრალობით
მომზიბლავად ლამაზია
და იმასთან ყველა ტყუის,
რაც-კი ციხე-დარბაზია.

გზა მიუძღვის საცალფეხო,
მიხვეული, მოხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;

ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:
კლდიდან კლდეზე გადამფრენი,
უშიშარი და თან ფრთხილი.

ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?
და საამო კარ-მიდამოს
ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?

ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.

კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!...
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი, მისებრ დანაბადი?

მხოლოდ ერთს კი... და ის ერთიც
არის მარტო სიყვარული,
რითაც მხოლოდ ქვეყნიური
ნეტარება არის სრული.

ბედმა ესეც არ დააკლო,
განა ... კითხვის გაგრძელება »

Category: აკაკი წერეთელი | Views: 575 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

ნუ გეშინია, არა ვართ გველები. ამ მაღალს მთაზე გველს რა უნდა? ტყუილად შეკრთი, ჩვენ კაცს არაფერს ვავნებთ, არ მოვსწამლავთ. გარედან რომ დაჭმუჭნილი, ხმელი ტყავი გვაკრავს, იმან შეგაშინა? ერთს დროს ჩვენ სხვა ფერი და იერი გვედო. დრომ, ჟამთა ვითარებამ შეგვიცვალა სახე და ახლა, მწყემსი წამოგვაწყდება ზედ თუ მონადირე, უნდა შეკრთეს, მანამ ახლოს გვნახავს, სანამ შეიგნებს, რომ ჩვენ ერთის მუხის ხმელი ფესვები ვართ და სხვა არა-რა. ერთს დროს ჩვენ უზარმაზარ მუხას ვკვებდით, საზრდოს ვაწვდიდით, ძუძუს ვაწოვებდით. ჩვენის ოფლით, ჩვენის ღვაწლით მუხა თავმომწონედ ყელყელაობდა. ჩვენც ამითი მოგვწონდა თავი, რომ ლამაზი, გულშეუდრეკელი, ამაყი შვილი გავზარდეთ. 

- თქვენ და თქვენს მუხას მოგინდათ ჩემი ძალ-ღონე, ჩემი ამაგიო, - ბევრჯელ უთქვამს ჩვენთვის დედამიწას; მაგრამ ჩვენ მაინც ყელის წევით მუხლმოდრეკილნი გამოვსთხოვდით ხოლმე საზრდოს ჩვენის საყვარელის შვილისათვის. მის გულისთვის დღე და ღამე გასწორებული გვქონდა. საზრდო არ დავაკლოთ, ვეცადოთო, - ერთმანერთს ამ სიტყვებით ვამხნევებდით, დაისვენე, დედამიწავ, დაისვენე. ჩვენ ახლა შენ აღარ შეგაწუხებთ. ვისთვისაც გეფერებოდით და გეხვეწებოდით, ის აღარა გვყავს, ჩვენცა ვხმებით, ხმელსა და მკვდარს საზრდო რაღად უნდა? კაცმა, შეუბრალებელმა ადამიანმა, მოგვიკლა გული, მოგვიკლა შვილი და დაგვტოვა თვალცრემლიანი. ადგა, ცულით დაუწყო ჭრა; იმას არ ესმოდა ჩვენი და ჩვენის შვილის კვნესა. ცულს რომ გვცემენ, ჩვენ ვკვნესით და თქვენ-კი, კაცნი, ამას “რაკუნს” ეძახით. გადმოგვდის სისხლი და თქვენ ჩვენს სისხლს &ldquo ... კითხვის გაგრძელება »

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 608 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

(სიმღერა)

სოფლისა წესი ასეა:
ჩვენ წარვალთ, სხვანი რჩებიან;
მკვდრების მაგივრად მალედვე
მეორეები ჩნდებიან.
სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს,
ეს მიტომ დადვა წესადა;
სიკვდილი გაუჩენია
მას თავის გასაკვებადა.
იმიტომა სძულს უძლური,
ვით ტანსაცმელი ძველია,
რომ უყვარს ნორჩი, ახალი, -
მით დაიმშვენოს წელია.
დავიხოცებით, სიყვარულს
საკუთარს, ნადებს გულადა,
ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ
საქვეყნოდ დაკარგულადა.
მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს,
ის ისევ რჩება ცხოვლადა,
დაფრინავს, როგორც ფარვანა,
საამო, კარგი ყოვლადა,
გულის ძგერა აქვს სამეფოდ,
ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა.
ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა,
შიგ ია-ვარდი მრგველია,
იმისგან ჰყვირის ირემი,
მისით დაფრინავს შველია;
მისგანა გალობს ბულბული,
მისგანვე ხარობს ველია,
იმისგან ხარობს ბუნება -
უკანასკნელი მწერია...
ზღვაში იღუპვის ჭაბუკი,
თავის სატრფოსთვის ხელია.
დიდება ქვეყნის შემოქმედს,
რა კარგად დაუწერია!..

1895     

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 569 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრან ტყეს მოსული,
თალხკაბა, ენამტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _ 
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი, 
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _ 
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 594 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი 

აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; 

მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს, 

არ დაგვნათოის თავზედა, 

ჯერ თუ არ გაუღვიძნია, 

ისევ თუ სძინავს მკლავზედა! 

ჯერ გამარჯობა არ უთქვამს 

შემომჯდარს გორის ფხაზედა, 

სხივნი არ დაუგზავნია 

პირის საბანად წყალზედა. 

მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა, 

დადგომა სწორეს გზაზედა. 

მთებს ჩაუცვიათ შავები, 

ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა; 

ცივს ნიავს შესთავაზობენ 

უფსკრულს მოარულს დევებსა; 

ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს 

სიბნელეს დანატევებსა. 

გორით-გორს ბუვი გასძახის, 

თრთიან ყვავილნი მთებისა, 

ქოჩორს უვარცხნის ნიავი, 

დარაჯად დაადგებისა. 

მითამ იციან ღავღუვი, 

რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?! 

წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის, 

განა ერთი და ორია: 

აქაც, იქ, იმას იქითაც, 

საცა ფერცხალა გორია, 

ლამაზის მთების ასულთა 

ხმა ხმისთვის შაუწონია. 

მადლი შენ, ყველა ერთმანეთს, 

უფალო, დაუმონია; 

ამაზე ტურფა და კარგი 

მე სხვა აღარა მგონია!.. 

ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა, 

წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ, 

ყვავილნი - მიწას და მიწა - 

თავის აღზრდილთა მცინარეთ 

და მე ხომ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 544 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 553 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

  1. გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ შუაზე მოდის მდინარე, ხიდი არ გვიძე წყალზედა, ფიქრი გვკლავს მოუთმინარე. მინდა გაკოცო, მაკოცო, შენს სახეს ვხედავ მღიმარეს, მაგრამ ვერსაით გამოვედ ამ სატიალო მდინარეს. მეც უნავო ვარ, შენაცა, ცურვა არ ვიცით, ვტირითა; მეშველიც არვინ გვიჩნდება არც ციდან, აღარც ძირითა, შენ მე მიმელი, მე - შენა გაცინებული პირითა. ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ, მდინარე ბრაზობს, ღრიალებს, ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი, როგორ შავადა ტრიალებს!.. რა უნუგეშო ყოფნაა, წელთა სვლა მხოლოდ მზერაში; რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია, მაინც გარგივარ ვერრაში!.. არა, ის მინდა, გხედავდე, ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

  2.  
Category: ვაჟა ფშაველა | Views: 543 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

შენზე ფიქრებში ცხოვრება გავლიე, 
რამდენი ბოთლი უაზროდ დავლიე, 
უაზროდ დავთვერი გრძნობები ვამღერე, 
გულში რაც მქონდა ლექსად დავამღერე. 
ყელში მაქვს ცრემლი,თვალებში-სევდა 
თურმე ამ გრძნობას დარდი თან სდევდა 
და არ მეშვება იმ დროის ლანდი, 
შენ ხომ სიყვარულს საოცრად ჰგავდი?!. 
თვალებსი სითბო და სინაზე გეხატა, 
ასი დღე გხატავდი და ვერ დამეხატა, 
შენი თვალები,შენი ღიმილი, 
სიცოცხლის ფიქრებში რომ გადმეხატა. 
იმ დღეს,ქარიც კი საოცრად ჰქროდა, 
გისოსებს მიღმა ვარდები თრთოდა, 
თეთრად ნათდებოდა იმ ღამეს მთვარე... 
უშენოდ ვერ ვცოცხლოობ 
მომკალი ბარემ!..

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 553 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

Facebook-ვიდეო

ყინვა გამეფებულა 
სამყაროში მალულად, 
თბილისური თითები 
წერენ გულს დაფარულად. 

ძალა გადარჩენისთვის 
ერთი ნაპერწკალია, 
ერთი კოცნით მომხდარი 
თავგადასავალია. 

ზოგი მითი რეალურს 
როგორ დამსგავსებია, 
საცალფეხოდ ხიდი გვაქვს, 
ფართო მხოლოდ გზებია. 

ინტერესით მოვკვდები, 
იმის იქით რა ხდება, 
ნუთუ მართლა იწყება, 
ნუთუ მართლა მთავრდება. 

ჯოჯოხეთის ამალა 
ეშმაკი რომ თაოსნობს, 
ციდან საცდურს გვესვრიან, 
ყველა ჩვენზე ნაოსნობს. 

ანკესს ცოდვებს ამაბენ, 
ფოჩებიან კამფეტში, 
აი ასე ვცდუნდებით, 
უჩერებელ ამბებში. 

რაა ნეტავ ცხოვრება, 
ბატონი თუ მონაა? 
იცი?... ბედნიერება, 
არჩევანის ქონაა. 

მონდომებაც ბევრია, 
მელოდიურ გამებში 
ტიტანიუმს გაადნობს, 
აფეთქება წამებში. 

სილამაზის თვალები, 
იასამნის სურნელით, 
ვერა, ვერ გადავრჩები 
თუ ვარ ყოვლის მსურველი. 

მინდა... მინდა სიცოცხლე, 
აზრე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 641 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

« 1 2 3 4 5 6 7 ... 10 11 »
§