მთავარი » მასალის არქივი
Category: წიგნები | Views: 706 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

Facebook

გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა! 
მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება, 
ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე... 
მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე. 
გამიშვით... ცხოვრება უნდა წავშალო, 
რათა თავიდან დავიწყო ყოველი, 
ყოველი დილის მზის ნათებასთან კი, 
კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი. 
მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება, 
იმ თვალთ უწვდენელ ჰორიზონტამდე, 
გამიშვით... სადმე უკაცრიელში, 
გამიშვით... სადმე ცხოვრების ბოლომდე, 
ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად, 
რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები, 
თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ, 
რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები. 
გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ, 
და არ მჭირდება თეთრი ალამი, 
მე იარაღის მაგივრად ხელში 
მიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი. 
გამიშვით... სიტყვა ენაზე მომადგა, 
დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო, 
დიხ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტი 
და მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო... 
ის რომ... მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები, 
ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს, 
მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება... 
ბავშვურად უნდა გავაფერადო!

Category: ზურა სალუქვაძე | Views: 588 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია... მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები, მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები, არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები. მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია, ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია? მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა, მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა... ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა! მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია, ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

 

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 543 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” 

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 580 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 738 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს“, რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.

პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა. მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ილია ჭავჭავაძე | Views: 763 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა...
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერო ტაო...
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო... 

Category: ანა კალანდაძე | Views: 709 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

რომ ავყოლოდი გულისთქმას 
ჭკუას არ დავიხმარებდი. 
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს 
შენს გულში გავიხარებდი... 
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი 
გზას წისქვილისკენ გავლევდი... 
პატარაც რამე გწყენოდა, 
სულს ხოხობივით დავლევდი...

Category: ანა კალანდაძე | Views: 589 | Added by: Mefe | Date: 2015-01-27 | Comments (0)
2015-01-27 120)?>...

„ვოცნებობ იმაზე, რომ არსებობდეს იმქვეყნიური ცხოვრება, სადაც ადრე თუ გვიან, უამრავ საყვარელ ადამიანს შევხვდები და მივესიყვარულები... ასეთ რამეზე ღირს ოცნება. სხვა ყველაფერი მიწიერ დონემდე დადის.“
 

Category: ნიკო გომელაური | Views: 505 | Added by: Mefe | Date: 2015-01-26 | Comments (0)
2015-01-26 120)?>...

« 1 2 3 4 5 6 ... 10 11 »
§