მთავარი » მასალის არქივი

    * * *
დაღუპა რომი
ფუფუნებამ,
გაიხრწნა რომი,
დაემორჩილა
ბრძენთა ნებაც
მამონას სურვილს…
გაოცებული იუდეა
უმზერდა მახვილს,
რომელმაც ხორცზე
აღაზევა
მარადი სული!

1969

Category: ანა კალანდაძე | Views: 541 | Added by: Mefe | Date: 2015-03-20 | Comments (0)
2015-03-20 120)?>...

დაჯდა და ანდერძსა წერდა თბილად, გულის შემძრავად:

- მეფეო, მის საპოვნელად მივიპარები ვინც ცეცხლი მომიდო და ვის უნახავადაც ვეღარგამიძლია. შემინდევ და ღვთიური მოწყალებით გზა დამილოცე. ვიცი, ამ ჩემსგანზრახვას ბოლოს არც შენ დამიგმობ: "კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესამოყვარულსა”

გავკადნიერდები და პლატონის შეგონებას შეგახსენებ: სიცრუე და ორპირობა ჯერ აქხორცს ავნებს, მერე კი იქ სულს აწამებსო.


"რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!

არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა!

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა."


ხომ წაგიკითხავს, თვით ღვთის მოციქულნი რას ამბობენ სიყვარულზე, როგორ აქებენ დაადიდებენ?! ეჟვანივით ამასა ჟღერენ, სიყვარული აღგვამაღლებსო. რად არ გინდაგულისყური მი ... კითხვის გაგრძელება »

Category: შოთა რუსთაველი | Views: 1506 | Added by: Mefe | Date: 2015-03-19 | Comments (0)
2015-03-19 120)?>...

1) ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.

2) თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას

3) არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.

4) ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.

5) მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს იმ ადამიანს მთელი გულილთ არ უყვარხარ.

6) ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.

7) ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო

< ... კითხვის გაგრძელება »
Category: სხვა | Views: 612 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 585 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ, მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

 

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 568 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

 

 

ათასჯერ მოხვედ, იავო,                                 

მგოსანო გაზაფხულისა,
მეგონე წინამორბედი
მომავლის სიხარულისა,
მთესველი კაცთა შორისა
ძმობის და სიყვარულისა…
თვალ-დამშეული ვუცქერდი
შენს ნაზს და ტურფა ფერასა,
ვფიქრობდი, ამიყვავებდი
მინგრევ-მონგრეულ კერასა,
მაგრამ ჩემს დიდის ხნის წყლულსა
შენც ვეღარ ჰშველი ვერასა.
დღესაცა გნახე მოსული
უღრანს, უდაბურს ტყეშია;
ლამაზი, ტურფად მოსილი,
მადლით შემკული ფერშია.
აღარ მოგეცი სალამი,
არც აგიყვანე ხელშია:
დამღალა შავმა ფიქრებმა,
გრკალად მომხარა წელშია,
გაუღონოვდა გულიცა,
ვეღარც გაკოცე ყელშია…
ვეღარც მიძგერებთ წინანდლებრ
გულს ვერც შენ, ვეღარც ხევია,
რომ მოაგორებს ლოდებსა,
მოგრგვინავს, როგორც დევია;
კაცს ეგონება, ხმელეთი
დაუპყრავ, დაუძლევია
და, ფიქრით გატაცებულსა,
უკან არ დაუხევია,
კლდეებ-ლოდებთან ბრძოლაში
წარბიც არ შაურხევია…
გულს მითაც თქვენის ნახვითა
მაღლა ვერ აუწევია,
ვარამს უქენჯნავ, გლახ, გული,
კალთები ჩაუხევია…

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 536 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

 ჩანჩქერი ონიორე რომელიც მდებარეობს ქალაქ მარტვილის სოფელ ბალდაში  ჩანჩქერის სიმაღლეა 81 მეტრი ...  >>> გადადიტ ჩვენს Facebook გვერძე და გაიგეთ მეტი 

 

Category: სხვა | Views: 1193 | Added by: Mefe | Date: 2015-03-17 | Comments (0)
2015-03-17 120)?>...

1) არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

 

2) ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.

 

3) როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.

 

4) საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.

 

5) მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.

 

6) ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.

Category: კონსტანტინე გამსახურდია | Views: 639 | Added by: Mefe | Date: 2015-03-17 | Comments (0)
2015-03-17 120)?>...

Category: წიგნები | Views: 556 | Added by: Mefe | Date: 2015-03-17 | Comments (0)
2015-03-17 120)?>...

« 1 2 3 4 5 ... 10 11 »
§