მთავარი » 2015 » მარტი » 25

მოკვდა, გამოესალმა ამ უპირო სოფელს ცხონებული ბაგრატ ზახარიჩი. ეჰ, მადლობა შენთვის, უფალო! გააჩენ, შე დალოცვილო, კაცსა, გააბედნიერებ და, ბოლოს, ისევ ამოაშხამებ. რას მოიფიქრებდა, ან კი სად ეცალა ეფიქრა საწყალს დამსახურებულს მოხელეს ბაგრატ ზახარიჩს, რომ, ერთხელაც იქნებოდა, უნდა მომკვდარიყო. ბაგრატ ზახარიჩი, მართალია, მკვდარია, მაგრამ იმის პირისახეს რიხი და ეშხი მაინც არ დაუკარგია. მისი დიდრონი, დაწითლებული თვალები საუკუნოდ დაიფარნენ დაჭმუჭნულ, სქელ ქუთუთოებით. დიდრონი, გაჭაღარავებული, სწორედ სტატსკი სოვეტნიკის შესაფერი ბაკენბარდები გულზედ აწყვია ორთითივით გადაჯვარედინებულის ხელებს ზევით. გაფარჩხულს, სქელს ულვაშებს დაუფარია სიამაყისა და სიდარბაისლის გამომხატველი ტუჩები. ბაგრატ ზახარიჩი კუბოთი შუა ზალაში ასვენია, თავით და ფეხთით სანთლები უნთია, სანთლები, რომელთაც არც გლოვა იციან და არც ტირილი. იმათი მადლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალს და მკვდარს ერთნაირად უნათებენ. ბაგრატ ზახარიჩს ხელებსა და ბაკენბარდებს შუა ორი ვარდი უწყვია. ეს ვარდები მამის მოწყალებას მოკლებულმა ქალიშვილმა ნატაშამ უძღვნა საუკუნოდ გამოსალმებულს მშობელს, შიშით და კრძალვით დააწყო.
მეუღლე მიცვალებულისა და მისი შვილები ფრიადა სწუხდენ თავის ბატონ-პატრონის დაკარგვას, მაგრამ ხმით ტირილს კი ვერავინ ჰბედავდა; იცოდნენ, რომ ხმამაღლობა ძლიერ ეჯავრებოდა ბაგრატ ზახარიჩს. ხმამაღლა ლაპარაკი და სიარული უწამლავდა გულ-გონებას, დააავადებდა, გულს გადმოუტრიალებდა, ტანში გააჟრჟოლებდა, თითქოს, ეს-ეს არის, ეხლავე სული უნდა ამოჰხდესო. მუდამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 1167 | Added by: Mefe | Date: 2015-03-25 | Comments (0)
2015-03-25 120)?>...

§