მთავარი » 2015 » მარტი » 18

1) ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.

2) თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას

3) არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.

4) ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.

5) მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს იმ ადამიანს მთელი გულილთ არ უყვარხარ.

6) ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.

7) ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო

< ... კითხვის გაგრძელება »
Category: სხვა | Views: 616 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 587 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა,
ცრემლად დამდნარის გულითა,
დაღლილი მტრისა ჯავრითა!..
ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,
ცრემლი მიგყვება საგძლადა
და ტრფობა შენის ქვეყნისა
უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.
თავს დგმული ეკლის გვირგვინი
ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,
მამულისათვის გამწყდართა
იმ საქართველოს შვილებსა.
ცოცხლად იმედით მცხოვრებო,
გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!
პირობა ქართველებისა,
ვგონებ, მიგყვება უბეში!..
უჩვენე შენი კალამი,
ნაწები სისხლის გუბეში!

 

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 571 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

 

 

ათასჯერ მოხვედ, იავო,                                 

მგოსანო გაზაფხულისა,
მეგონე წინამორბედი
მომავლის სიხარულისა,
მთესველი კაცთა შორისა
ძმობის და სიყვარულისა…
თვალ-დამშეული ვუცქერდი
შენს ნაზს და ტურფა ფერასა,
ვფიქრობდი, ამიყვავებდი
მინგრევ-მონგრეულ კერასა,
მაგრამ ჩემს დიდის ხნის წყლულსა
შენც ვეღარ ჰშველი ვერასა.
დღესაცა გნახე მოსული
უღრანს, უდაბურს ტყეშია;
ლამაზი, ტურფად მოსილი,
მადლით შემკული ფერშია.
აღარ მოგეცი სალამი,
არც აგიყვანე ხელშია:
დამღალა შავმა ფიქრებმა,
გრკალად მომხარა წელშია,
გაუღონოვდა გულიცა,
ვეღარც გაკოცე ყელშია…
ვეღარც მიძგერებთ წინანდლებრ
გულს ვერც შენ, ვეღარც ხევია,
რომ მოაგორებს ლოდებსა,
მოგრგვინავს, როგორც დევია;
კაცს ეგონება, ხმელეთი
დაუპყრავ, დაუძლევია
და, ფიქრით გატაცებულსა,
უკან არ დაუხევია,
კლდეებ-ლოდებთან ბრძოლაში
წარბიც არ შაურხევია…
გულს მითაც თქვენის ნახვითა
მაღლა ვერ აუწევია,
ვარამს უქენჯნავ, გლახ, გული,
კალთები ჩაუხევია…

Category: ვაჟა ფშაველა | Views: 537 | Added by: Mefe | Date: 2015-03-18 | Comments (0)
2015-03-18 120)?>...

§