მთავარი » 2015 » იანვარი » 24 » თვალი ვუსწორე
2:01 PM
თვალი ვუსწორე

                         ***

თვალი ვუსწორე პოეტთა მოდგმას,
არ განსხვავდებით მგლებისგან, ვიცი...
თქვენ შური ყველას სიყრმიდან მოგდგამთ,
და ლექსებივით შურსაც განიცდით...
თუმც სიცოცხლისთვის მე თქვენი მგლობა,
მჭირდება, როგორც ირმის ჯოგს წყალი...
გააცისკროვნა მან ჩემი ყოფა,
ზღაპრად მიქცია ყოველი წამი...
მტაცებლები ხართ, პარნასზე დაძრწით,
ერთს კი გთხოვთ, ახლოს არ გამეკაროთ,
თორემ ეშვები მაქვს ბასრზე–ბასრი,
გაგკრავთ და ჩემს წინ უნდა ეყაროთ!!!

                     Facebook-2013 წლის 4 მარტი 

კატეგორია: სხვა | ნანახია: 496 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz