მთავარი » 2015 » იანვარი » 24 » თუ სინდისი უსაშველოდ გაძვირდა
1:19 PM
თუ სინდისი უსაშველოდ გაძვირდა

***

თუ სინდისი უსაშველოდ გაძვირდა
არაბული ულაყიც თუ გავირდა
თუ ფაუსტი ადგილამდე მისულა
დიდმა სფინქსმა ფიქრი აღარ ისურვა. . .
თუ ეშმაკმა სულზე გადამიარა
და საათმაც უკუღმართად იარა,
მამაჩემმა შვილად არ მაღიარა,
მიტოვების ტკივილმაც გამიარა. . . 
თუ ნამუსი გასაყიდად გამქონდა,
თუ წამართვეს ჩემი სისხლით რაც მქონდა,
თუ სიცოცხლე ლარებში გამიცვალეს,
თუ გამწურეს, გრძნობები დამიცალეს . . . . . . 
მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ მოხდა
ბოროტებას ბოლო ოხვრაც აღმოხდა,
თუ სინდისის წვიმა ისევ მოწვიმდეს
მაშინ მოვკვდე თუ სიცოცხლე მომწყინდეს . . . . . .

                         ლექსის ავტორი: დიტო კუპატაძე

 

                                   Facebook

კატეგორია: სხვა | ნანახია: 563 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz