მთავარი » 2015 » იანვარი » 25 » ნუ მიპასუხებ
11:36 AM
ნუ მიპასუხებ

დამემშვიდობე, დამემშვიდობე,
ოღონდ არ მინდა, სულში ჩამხედო...
ჩემი თვალები კვლავ ვერ ფლიდობენ,
დღემდე სუფთაა მათი სამეფო...
და როგორც თოვლი გაუკვალავი,
ზედაპირიდან სხივებს ირეკლავს...
არეკლილი მაქვს მეც უამრავი,
ყალბი ღიმილი თუ გულისცემა...
მე თქვენ მიყვარდით, მე თქვენ მიყვარდით,
დღემდე მიგზავნის ხსოვნა იმპულსებს...
მე რომ მკოცნიდა ის არ იყავით?
თუმცა, არა ღირს, ნუ მიპასუხებ!!!

FACEBOOK

კატეგორია: სხვა | ნანახია: 521 | დაამატა: Unnamed | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz