მთავარი » 2015 » იანვარი » 25 » მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,
12:39 PM
მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,

                            ***

მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,

უსასრულობის შევცურე ზღვაში,

მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე–

დედამიწიდან გავფრინდი ცაში…

მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე,

ვიცი, დავწყვიტე უამრავს გული,

მაგრამ მე მხოლოდ სახე ვიცვალე,

თქვენში ჩავტოვე მე ჩემი სული…

მე არ მოვმკვდარვარ, გარდავიცვალე

და სანამ ვცოცხლობ, არ დავდუმდები!

მივდივარ, მაგრამ აუცილებლად,

აუცილებლად დაგიბრუნდებით!

Facebook

კატეგორია: სხვა | ნანახია: 2371 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz