მთავარი » 2015 » იანვარი » 22 » ქეთი ცხადაძე
11:20 PM
ქეთი ცხადაძე

***

სიტყვების თამაშის სუფრას გავუძღვები,
დღეს მე ვიქნები ლექსებთან თამადა,
ერთი რითმიანი სასმისი მომაწოდეთ,

დავითვრები და კაეშანს გავფანტავ.
პირველი სტრიქონით უფალს ვადიდებდი,
მერე მოჰყვებოდა - მშვიდობა სამყაროს,
მერე ალბათ უფრო გრძნობამორეული,
ქვეყანას დავილოცავ, ასე რომ ვამაყობ..
ვგრძნობ ნელა რითმების გრადუსი მედება,
თავი დამიმონა, გულღიათ თქვი რამეო,
მე კი, ავდგები, უკვე მერამდენედ,
ვიღაც მეჩხუბება რაღას დაგვტანჯეო?!
ვითომ სიმორცხვით და მაინც გულწრფელობით,
სახელს ვახსენებდი შენსას სახემცინრად,
ჩუმად ნათქვამ სტრიქონს, სიტყვის უგემობით
ხმამაღლა გავატანდი დარდის მალენიავს..
დიდი მონდომებით მეტად შეგამკობდი,
ეპილოგის შემდეგ უნდა დამეძინა..
არ დავიღლებოდი ლექსით შენათრობი,
რომ არ ეყვირათ და რომ არ დაეცინათ..



                                   ლექსის ავტორი: Qeti Tskhadadze

 

კატეგორია: სხვა | ნანახია: 647 | დაამატა: Mefe | ტეგები: 252525 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz