მთავარი » 2015 » იანვარი » 24 » "გათენებისას"
1:00 PM
"გათენებისას"

გათენებისას დამაგვიანდა,
შენს ნაზ წამწამზე ვიხილე ცრემლი,
გრძნობის ალერსი გამიფრინდა და,
რაღა ვინატრო არ ვიცი მეტი.

აღარ ვიცოდი რა მეთქვა შენთვის.
დავხარე თავი ამ მზის წინაშე,
რამდენჯერ ვცადე გვეცხოვრა ჩვენთვის,
შენს მკვდარ სხეულზე ცხენით ვილაშქრე.

დაღამებისას ადრე მივედი,
ვიფიქრე დღეს მაინც მივალთქო ადრე,
ათას სიმღერებს დილით გიმღერდი,
ღამით უბრალოდ სინათლე ვანთე.

როგორ ვეცადე გული მეხარა,
წვიმის ალერსი გადმოვიბირე,
შენი თვალები მე ერთს მებარა,
მთელი მსოფლიო ცრემლით ვიფრინე.

აღარაფერი მაწუხებს ახლა,
მხოლოდ თვალებმა დაღვარეს ცრემლი,
აღარ მჭირდები მე გეტყვი მართლა,
გულს გამიხარებს ეს წვიმის წვეთი.

ორშაბათს დილით გული ვიხარე,
შემდეგი დღისკენ მორჩა წვალება,
მახსოვს ნატანჯმა ღამე ვინატრე,
ღამით დამთავრდა ჩემი წამება.

                            ლექსის ავტორი: ალეკო გოქსაძე

 

                                                            Facebook

 

კატეგორია: სხვა | ნანახია: 552 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz