მთავარი » 2015 » იანვარი » 24 » ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
1:45 PM
ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე

                        ***

ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.
დამუხტულია კეთილი სიბრძნით,
ემორჩილება დედოფლის კდემას, _
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.
მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან

კატეგორია: სხვა | ნანახია: 722 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz