მთავარი » 2015 » იანვარი » 25 » ბედი მაძლევს, ბედი მართმევს...
12:04 PM
ბედი მაძლევს, ბედი მართმევს...

             ***

დღე გადის და მოდის ღამე,
მოდის ღამე ტკივილისა...
სევდა მომხვევს დარდის მკლავებს,
როგორც ტალღებს შავი ზღვისას...
ბედი მაძლევს, ბედი მართმევს,
დღემდე ბედის ვალები მაქვს...
ხან ვაგებ და ხან მიმართლებს,
როგორც შენი ალერსისას...

მესაიდუმლე

მე შენ გეძებდი, როგორც ზღვის ფსკერზე,
მყვინთავი ეძებს ძვირფას ბრილიანტს...
ტალღა სიცილით კვდებოდა ჩემზე,
ტუჩები ახლაც გახლეჩილი აქვს...
მე მოვდიოდი უშორეს გზებით,
შენ კი სულ ახლოს, გულთან ყოფილხარ...
და აწეწილი ჩემი ეჭვები,
სასაცილოდაც არა გყოფნიდა...
მე შენ მეგონე მესაიდუმლე,
თუმც თავი მთელი წელი მაყვარე...
სანამ მთლად მარტო არ დამიგულე,
ის კი ახლოსაც არ გამაკარე...

საით მიდიან

საით მიდიან, საით მიდიან,
ჩვენი ცხოვრების მატარებლები...
არავინ იცის, რა განრიგი აქვთ,
რამდენს გავივლით, ან გავჩერდებით...
გადასაგდებად ვერ გავიმეტე...
შენი უარი და ხელით დამაქვს...
თითქოს აორტა გადამიკეტე,
და ვერ ვშოულობ ვერაფრით წამალს...
გავა დღეები და ვინმე მკითხავს,
ჩემი სიკვდილის უეცარ მიზეზს...
ვეტყვი, რომ ისე ბოროტი იყავ,
დამაძინე და ვერ გავიღვიძე...

Facebook

კატეგორია: სხვა | ნანახია: 508 | დაამატა: Mefe | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
§ Free site builder - uCoz